`simbol studio~
თანამედროვე მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტები ქართული ბიზნესისათვის
კომპანია "სიმბოლ სტუდიო" შემოვიდა საინფორმაციო ტექნოლოგიების ქართულ ბაზარზე როგორც მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტების მიმწოდებელი სისტემური ინტეგრატორი და მოწოდებულია შესთავაზოს ადგილობრივ კომპანიებს ახალი ტიპის მომსახურება, რომელიც პასუხობს ბიზნესის თანამედროვე მოთხოვნებს.
კომპანიის უმთავრესი სამიზნეა წარმოების, ლოგისტიკისა და სასტუმრო ბიზნესის სფეროები, როგორც ერთ–ერთი ყველაზე დინამიურად განახლებადი და განვითარებადი დარგები. ამ მცდელობის შედეგი გახლავთ მობილური ვაჭრობის და რესტორნის მართვის პირველი ქართული კომპიუტერული სისტემები, რომლებიც აგებულია მოწინავე საერთაშორისო კომპანიების ELO, Symbol, Zebra, EPSON, HID თანამედროვე ტექნიკური გადაწყვეტებისა და ქართველი პროგრამისტების მიერ შექმნილი პროგრამული პროდუქტების ბაზაზე.
კომპანიის მიზანია მოიცვას ქართული ბიზნესის ყველა სფერო, წარმოებიდან საცალო ვაჭრობამდე და მომსახურების სფერომდე, რომელიც საჭიროებს საქართველოს პირობებთან ადაპტირებული თანამედროვე საიმედო მაღალი ტექნოლოგიების დანერგვას.
